კრეატიული პოსტერის სახელოსნო
Windfor’s სახელოსნოების არაფორმალური განათლებისა და შემოქმედებით მიდგომებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამის ერთ-ერთი მოდულია. აქ სწავლა თვითგანვითარების, თვითგანათლების, თანა-შექმნის სივრცის გაზიარებას ნიშნავს. პროგრამა საკომუნიკაციო შემოქმედებითი ინდუსტრიით დაინტერესებული 18-30 წლის ახალგაზრდებისთვისაა და მიზნად მათთვის პროფესიული ცოდნის გადაცემასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში დახმარებას ისახავს.
დაწყების თარიღი: 31 მარტი
მოდულის ხანგრძლივობა: 10 კვირა (32 შეხვედრა, 64 საათი)
მოდული მოიცავს შემდეგ სახელოსნოებს:
-
სტრატეგია + კრეატივი: ბრიფზე მუშაობა, პრობლემის სტრატეგიული და კრეატიული გადაწყვეტა - 7 სესია;
-
ფოტოსახელოსნო: თეორია, პრაქტიკა, წარმოება - 7 სესია;
-
Artist Talk: თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება 1 სესია;
-
ვიზუალური კომუნიკაცია, ტექსტილზე ბეჭდვა - 3 სესია;
-
პრაქტიკული სახელოსნო: Photoshop & Illustrator - 14 სესია;
მენტორები:
-
ლადო მალაზონია - სტრატეგია
-
გიორგი ქვლივიძე - კრეატივი
-
გურამ წიბახაშვილი - ფოტოგრაფია
-
გიორგი შენგელია - ფოტოგრაფია
-
გელა შეყილაძე - ფოტოგრაფია
-
ნათია კვარაცხელია - ვიზუალური კომუნიკაცია
-
მარიამ ნატროშვილი - თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება
-
ქეთი შალუტაშვილი - Photoshop & Illustrator
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი, საუკეთესო სტუდენტების ნაწილი პრაქტიკას წამყვან კრეატიულ სააგენტოებში გაივლიან.
კურსის მთლიანი ღირებულება Cellfie Mobile -ის 60%-იანი თანადაფინანსებით: 900 ლარი (თვითღირებულება - 2250 ლარი).
თანადაფინანსება ვრცელდება პირველ 20 სტუდენტზე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ნიკა ლოლაძე,
საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი
ელ-ფოსტა: nika@winforsworkshops.com
ტელ: 595 473090
ნინი წილოსანი,
პროექტის ასისტენტი
ელ-ფოსტა: education@windfors.ge
ტელ: 555 363252
