top of page

კრეატიული ანიმაციის სახელოსნო

 

Windfor’s სახელოსნოების არაფორმალური განათლებისა და შემოქმედებით მიდგომებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამის ერთ-ერთი მოდულია. აქ სწავლა თვითგანვითარების, თვითგანათლების, თანა-შექმნის სივრცის გაზიარებას ნიშნავს. პროგრამა საკომუნიკაციო შემოქმედებითი ინდუსტრიით დაინტერესებული 18-30 წლის ახალგაზრდებისთვისაა და მიზნად მათთვის პროფესიული ცოდნის გადაცემასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში დახმარებას ისახავს.


დაწყების თარიღი: 8 აპრილი
მოდულის ხანგრძლივობა: 8 კვირა (31 შეხვედრა, 62 საათი).


მოდული მოიცავს შემდეგ სახელოსნოებს:
 

  • სტრატეგია + კრეატივი: ბრიფზე მუშაობა, პრობლემის სტრატეგიული და კრეატიული გადაწყვეტა, PPM - 7 სესია;

  • ანიმაციის სახელოსნო: თეორია, პრაქტიკა, წარმოება - 5 სესია;

  • სცენარზე მუშაობა - 2 სესია

  • მასტერკლასები: ანიმაცია სოცმედიაში, Artist Talk ანიმატორთან, ვიზიტი სტუდიაში - 3 სესია;

  • დინამიკური გრაფიკა: (After Effects ) & ინფოგრაფიკული ანიმაცია - 14 სესია;

მენტორები:
 

  • ლადო მალაზონია - სტრატეგია

  • გიორგი ქვლივიძე - კრეატივი

  • ანა ჩუბინიძე - Stop Motion ანიმაცია

  • მარიამ ჩარგაზია - სცენარი

  • J.A.D.O.K.A.R - Artist Talk

  • სტუდია ფანტასმაგორია - ვიზიტი, Artist Talk

  • ნათია ზარნაძე - ანიმაცია სოცმედიაში

  • გიორგი კორგანოვი - დინამიკური გრაფიკა (After Effects)

  • ქეთი შალუტაშვილი - დინამიკური გრაფიკა (Photoshop & Illustrator)

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი, საუკეთესო სტუდენტების ნაწილი პრაქტიკას წამყვან კრეატიულ სააგენტოებში გაივლიან.


კურსის მთლიანი ღირებულება Cellfie Mobile -ის 60%-იანი თანადაფინანსებით: 900 ლარი (თვითღირებულება - 2250 ლარი). 

თანადაფინანსება ვრცელდება პირველ 20 სტუდენტზე. 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ნიკა ლოლაძე,
საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი
ელ-ფოსტა: nika@winforsworkshops.com

ტელ: 595 473090

ნინი წილოსანი,
პროექტის ასისტენტი
ელ-ფოსტა: education@windfors.ge
ტელ: 555 363252

bottom of page